მთავარი გადაცემები კუბი „ტროლები" სოციალური ქსელში რუსეთის მასშტაბური მხარდაჭერის ილუზიას ქმნიან - „მეტას“ ანგარიში

„ტროლები” სოციალური ქსელში რუსეთის მასშტაბური მხარდაჭერის ილუზიას ქმნიან – „მეტას“ ანგარიში

კომპანია „მეტამ“ სოციალური ქსელებიდან დაბლოკა ათასზე მეტი „ტროლ“ და „ბოტ“ ანგარიში, იგივე ყალბი ანგარიშები, რომლებიც ტოვებდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამამართლებელ კომენატრებს.

ტროლები მუშაობდნენ ყოველდღიურად, მცირედი შესვენებებით, ხოლო ზოგიერთი ტროლი რამდენიმე წუთის განსხვავებით წერდა როგორც პროუკრაინულ, ასევე პრორუსულ კომენტარს. ამის შესახებ საუბარია „მეტას“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საუბარი არის „ტროლების ქარხანაზე” სახელწოდებით „კიბერ ფრონტ Z”. მათი სამიზნებიი ხდებოდნენ ჟურნალისტები, მსახიობები, კომერციული ბრენდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „მეტას“ ცნობით, „კიბერ ფრონტ Z-ის“ ტელეგრამის საჯარო არხზე, რეგულიურარულად იგზავნებოდა სიახლეები, სადაც მიუთითებდნენ ბმულებს, რათა შემდგომ ტროლები გადასულიყვნენ ბმულზე და ერთობლივად „დაესპამათ“ ანგარიში.

„მეტას“ ცნობით, ტროლების მისია იყო, შეექმნათ რუსეთის მხარდაჭერის მასობრივი იმიტაცია.

უახლესი

სხვა ამბები

ტროლებიტროლები

Send this to a friend