მთავარიევროპაუკრაინაპენტაგონი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

პენტაგონი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

პენტაგონი უკრაინისათვის დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს, მათ შორის „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ხაზიდან მოშორებით ოკუპანტების განადგურებაში დაეხმარება. ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება თითქმის 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი ამბობს, რომ აშშ შეუჩერებლად მუშაობს,  რომ უკრაინას შეერთებული შტატებიდან  შეძლებისდაგვარად დროულად მიაწოდონ იარაღი და სხვა მარაგი. აშშ ასევე ხელს უწყობს მის პარტნიორებსა და მოკავშირეებს, გადასცენ უკრაინას საჭირო იარაღი.

რუსი სამხედროები კი კვლავ ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ქალაქ კრამატორსკზე.

კრამატორსკის ერთ-ერთი მკვიდრი ლუბოვ კანიშევა ჰყვება, რომ რაკეტა ღამის სამი საათზე ჩამოვარდა.  ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. როდესაც გარეთ გავიდნენ,  დიდი ორმო დაინახეს, სადაც ადრე ბაღი იყო. ახლა აქ რამის  გადარჩენა შეუძლებელია, რადგან, ფაქტობრივად, აღარაფერია დარჩენილი.

გაეროსაც აქვს თავისი გეგმა. მან  უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება 2 მილიარდ 250 მილიონიდან 4 მილიარდ 300 მილიონამდე გაზარდა.

გაეროს სპიკერის სტეფან დუჟარიკის თქმით, მათ კოლეგები აფრთხილებენ, რომ მომავალ ზამთარს ვითარება შესაძლოა უფრო გაუარესდეს, რადგან იძულებით გადაადგილებულ უფრო მეტ ადამიანს ექნება შეზღუდული წვდომა ბუნებრივ აირზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. მისი შეფასებით, მათი მხარდაჭერა პრიორიტეტულია.

ამავდროულად, რუსული ტელევიზია ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაბომბეს  დონეცკი. სეპარატისტები აცხადებენ, რომ თავდასხმას 2 ადგილობრივი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend