მთავარისაქართველოპარლამენტი დეკემბერში ახალ სახალხო დამცველს აირჩევს

პარლამენტი დეკემბერში ახალ სახალხო დამცველს აირჩევს

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებომისილების ვადა წლის ბოლოს ეწურება. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში 78 დეპუტატი ჰყავს.

„მოცემულობა არის ასეთი, ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეძლებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. აუცილებელი იქნება მინიმალური კონსესუსი მაინც , იმისთვის, რომ რეალურად შეირჩეს კანდიდატურა, ჩვენ განწყობილი ვართ, რომ რაც შეიძლება ოპტიმალური, სამართლიანი და ეფექტიანი გზა შევთავაზოთ ჩვენს კოლეგებს იმისთვის, რომ შერჩეულ იქნეს საუკეთესო მოდელი და მოდელში ვგულისხმობ, ეს იყოს ისეთი პროცესი რომელიც უზრუნველყოფს შეთნხმების მიღწევას კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელსაც ექნება არამხოლოდ პოლიტიკური აქტორების , ამავდროლულად საზოგადოების მაღალი ნდობაც“ – ამბობს მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნების“ წევრი.

სახალხო დამცველის კანდიდატურის  წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ  ფრაქციაში. ჯერჯერობით უცნობია ვის წარუდგენენ მხარეები სახალხო დამცველის კანდიდატად პარლამენტს.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ სახალხო დამცველს ეხება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირი საქართველოს სთხოვს, რომ ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი ადამიანი დაინიშნოს. პროცესი კი გამჭვირვალე უნდა იყოს და მისი სამსახური ზეგავლენებისგან თავისუფალი.

„კონსტიტუცია მოითხოვს, რომ კონსესუსით უნდა მოხდეს სახალხო დამცველის დანიშვნა, აქ უბრალოდ კონსესუსზე და უბრალოდ 90 ხმაზე არ უნდა ვისაუბროთ, აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი სანდოობა ამ პერსონასთან მიმართებით, ვინც იქნება დანიშნული“, – აღნიშნავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ის რიგით მეექვსე სახალხო დამცველია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend