მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: ვითარება ფრონტის ხაზთან

ომი უკრაინაში: ვითარება ფრონტის ხაზთან

რუსი სამხედროები კვლავ ბომბავენ ხარკივის რეგიონს. საპასუხოდ უკრაინელი ჯარისკაცები იყენებენ გრადის სარაკეტო სისტემებს და ელიან ბრძანებას, რომ შეტევაზე გადავიდნენ.

უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ აუცილებლად გაათავისუფლებენ უკრაინის მიწებს.

ამავდროულად, ადგილობრივები რუსი სამხედროების მიერ დანგრეულ სახლებში ცდილობენ იმ ნივთების პოვნას, რომლებიც გამოადგებათ.

რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ფრონტის ხაზთან ახლოს, 11 წლის ოლექსის პლასტმასის სათამაშო იარაღი უჭირავს და პატრულირებს. იგი  ყველა იმ უკრაინელ ჯარისკაცს ესალმება, რომლებიც მისი სახლის წინ ჩაივლიან. როგორც თავად ამბობს, დაბომბვის დროს იგი უსაფრთხო ადგილას იმალება ხოლმე.

ჯარისკაცები მხნედ არიან. მათი მიზანია, რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლონ თავიანთი ტერიტორიები. ისინი იბრძვიან მომავლისთვის, რომელსაც სწორედ ეს ბავშვები წარმოადგენენ.

ჯარისკაცებსა და ადგილობრივებსაც იმედი აქვთ, რომ ომი მალე დასრულდება და მალე ყველა ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend