მთავარიამერიკააშშ11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლიკვიდაცია

11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლიკვიდაცია

ავღანეთში გადაღებულ კადრებში ჩანს დიდი კვამლი ქაბულის თავზე. აშშ-ის თვითმფრინავიდან იერიში მიიტანეს იმ ადგილზე,  სადაც „ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი იმყოფებოდა.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ იმ ადამიანის სიკვდილი, რომელიც მონაწილეობდა შეერთებულ შტატებში 2001 წლის ტერაქტის მოწყობაში,  ერთგვარი შვება იქნება 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების ჯგუფთან ერთად დაადასტურა ინფორმაცია ქაბულის ცენტრში თვითმფრინავიდან მიტანილი იერიშის შესახებ. მისი სპიკერის თქმით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ავღანეთი არ არის ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი.

„ეს ქმედება ცხადყოფს, რომ ავღანეთში ამერიკული ძალების ჩარევისა და ზიანის მიყენების გარეშე ჩვენ კვლავ შეგვიძლია მივაგნოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ტერორისტსაც კი და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იგი  ბრძოლის ველიდან გავიყვანოთ”,- განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

თუმცა ზოგიერთ ავღანელს ეჭვი ეპარება, რომ „ალ-ქაიდას“ მეთაური თავდასხმის დროს მოკლეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ  აიმან ალ-ზავაჰირი იქ არ იმალებოდა.

„არ მგონია, რომ „ალ-ქაიდას“ ლიდერი ქაბულში ყოფილიყო.  ეს ტერორისტული ჯგუფია და ისინი თავიანთ ლიდერს ავღანეთში არ გააგზავნიდნენ. დარწმუნებული ვარ,  ეს თავდასხმა, რომელიც 2 დღის წინ მოხდა,  მხოლოდ ხალხის შესაშინებლად იყო”, – ამბობს მოჰამად ბილალი, სტუდენტი ავღანეთიდან.

2001 წელს აშშ-ში  „ალ-ქაიდას“ თავდასხმების შედეგად დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტის მკვლელობას დადებითად აფასებს  ნიუ-იორკში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც იმ ტრაგიკულ დღეს ცოლი დაკარგა.

“აღფრთოვანებული ვარ. როცა მითხრეს ეს ამბავი, ვცდილობდი გამეხსენებინა, ვინ იყო. როგორც კი გავაცნობიერე,  სხეულში ჩხვლეტასავით ვიგრძენი რაღაც. დიახ, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა. სასიამოვნო მოსასმენი იყო”, – იხსენებს ჩარლზ ვოლფი.

„ალ-ქაიდას“ ორივე ლიდერი – ალ-ზავაჰირი და ოსამა ბინ ლადენი აშშ-ის სამხედრო ოპერაციების დროს მოკლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend