მთავარი ევროპა იტალია სიცილიაზე ერთ დღეში 1000-ზე მეტი მიგრანტი ჩაიყვანეს

სიცილიაზე ერთ დღეში 1000-ზე მეტი მიგრანტი ჩაიყვანეს

იტალიაში სიცილიის პატარა კუნძულ ლამპედუზაზე 1000-ზე მეტი მიგრანტი ერთ დღეში ჩაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ისინი მიგრანტთა ცენტრში გადაიყვანეს. 350 ადამიანზე გათვლილ სივრცეში ამჟამად 2000 მიგრანტია.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რამდენიმე ასეული ადამიანი სიცილიის სხვა ადგილებში გადაანაწილეს, მიგრანტთა სიმრავლის გამო ვითარება მაინც მძიმეა.

მიგრანტები პატარა თუ დიდი ზომის ნავებით კვლავ ცდილობენ იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების სანაპიროებზე გადასვლას. ბოლო ინფორმაციით, მიგრანტთა უმეტესობა ტუნისიდან და ლიბიიდანაა.

შაბათს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის სამაშველო ხომალდმა „SeaWatch 3- მა“  438 მიგრანტი, მათ შორის 117 ბავშვი და 35 ქალი, გადაარჩინა და იტალიის სამხრეთში, ტარანტოს პორტში ჩაიყვანა.

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის გემი  რამდენიმე დღე შუა ზღვასა და ძლიერ სიცხეში იყო. იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც იქნა, გემს  პორტში შესვლის უფლება მისცეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend