გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ბირთვულ იარაღზე. ანტონიუ გუტერეშმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, “კაცობრიობა დააყენონ ახალ გზაზე”, რომელიც თავისუფალი იქნება ბირთვული იარაღისგან, ეს მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.
გაეროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბირთვული საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ერთგვარი შესაძლებლობაა, რომ გარკვეული კატასტროფა აიცილონ თავიდან.
“ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცელებას კრძალავს, ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ასეთი მნიშვნელოვანი. ეს არის შესაძლებლობა, მივიღოთ ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს გარკვეული კატასტროფის თავიდან აცილებასა და კაცობრიობის ახალ გზაზე გადაყვანას. ჩვენ გვინდა ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებული სამყარო. ეს ასევე არის შანსი, გავაძლიეროთ ხელშეკრულება სამყაროს გადასარჩენად”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კონფერენციას მიმართა წერილობით, მისი თქმით, ბირთვულ ომს “გამარჯვებული არ ეყოლება” და ეს არასოდეს უნდა მოხდეს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს ვინმე გამარჯვებული, ეს ომი არ უნდა დაიწყოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას მსოფლიო საზოგადოების ყველა წევრისთვის”, – წერს გაეროსთვის მიწერილ წერილში ვლადიმერ პუტინი.
უკრაინა არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც აფერხებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება ნაწილობრივ იმისთვის შეიქმნა, რომ ქვეყნებმა უარი თქვან ბირთვული იარაღის შეძენაზე. ჩრდილოეთი კორეა ემზადება ბირთვული იარაღის მორიგი გამოცდისთვის. მოლაპარაკებების შედეგები შეთანხმებაზე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად, ჯერჯერობით უცნობია.
ოთხკვირიანი მოლაპარაკებები მიზნად ისახავს კონსენსუსის მიღწევას. მაგრამ შანსი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ მცირეა.