მთავარი მსოფლიო ალ - ქაიდას ლიდერი ლივკიდირებულია

ალ – ქაიდას ლიდერი ლივკიდირებულია

„ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი ამერიკელმა სამხედროებმა დრონით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლეს. ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამსახური ტერორისტის ლიკვიდაციის მიზნით თითქმის 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. აიმან ზავაჰირი ოსამა ბინ ლადენთან ერთად 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის სულისჩამდგმელი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტერორისტის ლიკვიდაცია მოსახლეობას სპეციალური მიმართვით ამცნო.

“სამართალი აღსრულდა და ტერორისტთა ლიდერი მოკლულია. ჩვენ მას ვეძებდით  პრეზიდენტების – ბუშის, ობამასა და ტრამპის მმართველობის დროს. ჩვენმა სამსახურებმა იგი ამ წლის დასაწყისში იპოვეს. ის ქაბულში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. მას შემდეგ, რაც მისი ადგილსამყოფელი დადასტურდა, მე გავეცი ბრძანება, რომ  ერთხელ და სამუდამოდ გაექროთ იგი ბრძოლის ველიდან“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

აიმან ალ ზავაჰარი 1951 წლის 19 ივნისს ეგვიპტეში დაიბადა. ის რელიგიით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ზავაჰარი იმალებოდა.

2011 წელს ოსამა ბინ ლადენის განადგურების შემდეგ იგი „ალ-ქაიდას“ ლიდერი გახდა. მის სახელს უკავშირდება „ალ-ქაიდას“ ბოლო, 2005 წლის მასშტაბური ტერორისტული თავდასხმაც, რომლის დროსაც ლონდონში 52 ადამიანი დახოცეს. ავღანეთის სამხედრო კამპანიის ქაოტური დასასრულის ფონზე აიმან ზავაჰარის  ლიკვიდაცია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის დიდი წარმატებაა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend