მთავარისაქართველო“საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი”-კელი დეგნანი

“საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი”-კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს. მისი თქმით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები ასეთ დროს.
საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ – აცხადებს კელი დეგნანი.

კელი დეგნანმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები რჩება ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი.
ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend