რუსულმა ძალებმა გუშინ, 28 ივლისს მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის კიევისა და ჩერნიჰივის რეგიონებზე, იმ ადგილებში, სადაც კვირების განმავლობაში სიმშვიდე იყო.
კიევის რეგიონულმა გუბერნატორმა ოლექსი კულებამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ოკუპანტებმა ვიშჰოროდის რაიონზე დილით ადრე მიიტანეს იერიში.
აფეთქებების ხმა ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ჩამოსვლამდე გაისმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი ამბობს, რომ რუსული ტერორისტული ჯგუფები უკრაინის დღესასწაულს სარაკეტო აქტივობის გაძლიერებით აღნიშნავენ.
ხუთშაბათს უკრაინის ქალაქებში მრავალჯერ გაისმა საჰაერო განგაშის ხმა.
პრეზიდენტ ზელენსკისთვის ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ლიეტუვის პრეზიდენტისგან იმის მოსმენა იყო, რომ მომავალშიც გაგრძელდება უკრაინული შეიარაღებული ძალების დახმარება.
უკრაინელი სამხედროები აქტიურად იყენებენ არტილერიას და აგრძელებენ თავიანთ კამპანიას, რომ, რაც შეიძლება, შორს განდევნონ რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან.
ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი ღამით დაბომბეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქის გამნაღმველთა ქვედანაყოფები ე.წ გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ ხარკივის რეგიონში.