მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ქალაქებში ენერგორესურსების მოხმარების შემცირება დაიწყეს

გერმანიის ქალაქებში ენერგორესურსების მოხმარების შემცირება დაიწყეს

უკრაინის ომი შესაძლოა გერმანიასთან ახლოს არ მიმდინარეობს, თუმცა მისი შედეგები უკვე იგრძნობა ქვეყანაში. ქალაქ კელნის მთავრობა და მოქალაქეები ცდილობენ, შეამცირონ ენერგორესურსების მოხმარება. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გათბობის ქვაბს უკვე დაუწიეს რამდენიმე გრადუსით.

იმავეს მოუწოდებენ ადგილობრივებს. თუმცა ზოგიერთი უკმაყოფილოა მთავრობის ქმედებებით.

მოქალაქეების აზრით, მთავრობამ იმდენი გააკეთა, რომ გერმანია ზედმეტად დამოკიდებული ყოფილიყო სხვა ქვეყნებზე. გერმანიის საზოგადოება ახლა სწორედ ამ პრობლემის წინაშეა.

ქალაქში საცურაო აუზების მენეჯერებმა აუზების გათბობა შეწყვიტეს.

კელნის მკვიდრს ნიკოლ მეცინგერს სიამოვნებს ცივი წყალი, თუმცა,  მისი აზრით, სხვა მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები იქნებიან.

გასულ დღეებში მკვეთრად შემცირდა რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება.

მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მომავალ თვეებში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

კელნის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის თორსტენ ციმერმანის აზრით,  ყველაზე დიდი პრობლემა გაურკვეველი მომავალია. მისი თქმით, გერმანია ძლიერ არის დამოკიდებული მოსკოვის გადაწყვეტილებებსა და ენერგომომარაგებაზე. გერმანელები მსგავს სიტუაციაში  არასდროს ყოფილან.

ბუნებრივი აირის შემცირებისა და ენერგორესურსებზე მზარდი ფასების ფონზე გერმანია, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, რთული ზამთრის მოლოდინშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend