მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში გვალვის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი

რუმინეთში გვალვის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი

რუმინეთში უპრეცედენტო გვალვაა. წყლის ნაკლებობაა  ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეზე. მდინარე დუნაის დონე ისტორიულ მინიმუმამდე ეცემა. ძლიერი გვალვის შედეგად ჩამოყალიბდა ქვიშის ნაპირები, რომლებიც ართულებს ნავიგაციას. დინების ქვემოთ, კაშხალთან, რომელიც სერბეთისა და რუმინეთის საზღვართან მდებარეობს, წყლის დონე ისე დაბლაა დაწეული, რომ ჩაძირული ნავებისა და გემების ნაწილები გამოჩნდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დუნაის დინების სიჩქარე წამში 1900 კუბურ მეტრს აღწევს. 2003 წელსაც იგივე მონაცემები იყო. დუნაიში წყლის ყველაზე დაბალი დონე 1992 წელს გამოვლინდა, როდესაც წყლის დინება წამში 1580 კუბურ მეტრს შეადგენდა.

გვალვის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი. ნიადაგი გამომშრალი და დამსკდარია. მოსავლისთვის განკუთვნილი მიწის ფართობის ერთი მესამედი განადგურებულია, კომბაინები გაჩერებულია, სიმინდის ტაროები კი იმდენად წვრილია, რომ გამოუსადეგარია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გვალვის შედეგად ქვეყნის 20 რაიონში 150 600 ჰექტარი მიწის ფართობი დაზიანდა. ირიგაციას შეეძლო გარკვეულ ადგილებში აგრონომიის გადარჩენა, თუმცა სირეტ-ბარაგანის არხი, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ ჩაუშესკუს მმართველობის დროს დაიწყო, ისევ დაუმთავრებელია. ფერმერებს მოუწოდებენ, წყალი ეკონომიურად მოიხმარონ. ბოლო ინფორმაციით, რუმინეთში წყლის სტრატეგიული რეზერვუარები 70 პროცენტითაა შევსებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend