მთავარიმსოფლიოWHOჯანმო მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში რეკომენდაციას უწევს მიზნობრივ ვაქცინაციას

ჯანმო მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში რეკომენდაციას უწევს მიზნობრივ ვაქცინაციას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანები და ასევე, ისინი, ვისაც რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავს.

„ვაქცინაცია ეპიდემიის გავრცელების შეჩერებას შეუწყობს ხელს, თუკი ქვეყნები და მათი საზოგადოება სერიოზულად აღიქვამენ რისკებს და გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს მაიმუნის ყვავილის გადაცემის შესაჩერებლად და დაუცველი ჯგუფების დასაცავად”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა.

ამ დროისთვის მაიმუნის ვირუსის წინააღმდეგ კანადაში, ევროკავშირსა და აშშ-ში  დამტკიცებულია ჩუტყვავილას ვაქცინა, სახელად MVA-BN. ასევე განიხილება კიდევ ორი ვაქცინა. თუმცა, მათი ეფექტიანობის შესახებ სრული ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი.

მაიმუნის ყვავილის დადასტურებული შემთხვევების 98% უკავშირდებოდა იმ მამაკაცებს, რომლებსაც სექსუალური კავშირი აქვთ სხვა მამაკაცებთან.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს მათ, შეამცირონ სექსუალური პარტნიორების რაოდენობა და ურთიერთობის დეტალები გააცნონ ნებისმიერ ახალ პარტნიორს, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილი იყოს ვირუსის კონტროლი.

თუმცა შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი აქვს ინფიცირებულთან. ვირუსი გადადის ჩახუტებით, კოცნით ან ჰიგიენურ ნივთებთან შეხებით.

მაიმუნის ვირუსით ინფიცირების 70% გამოვლინდა ევროპის ქვეყნებში, რომელთაგან ბევრს საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის არსებობის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend