მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ენერგოკრიზისი ღრმავდება

ევროპაში ენერგოკრიზისი ღრმავდება

გერმანია მოსკოვს  ენერგეტიკის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. კომპანია „გაზპრომმა“ტექნიკური მიზეზებითა და ტურბინის რემონტის საბაბით გაანახევრა ბუნებრივი აირის მოცულობა. თუმცა გერმანიას მიაჩნია, რომ ეს  პოლიტიკური  სვლაა  გაუგებრობის შესაქმნელად და ფასების  მოსამატებლად.

გერმანიის მთავრობის სპიკერი კრისტიანა ჰოფმანი ამბობს, რომ  ტურბინა კანადაშია,  მას უკვე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. კანადელმა პარტნიორებმა თანხმობა განაცხადეს მის გამოგზავნაზე. გერმანული მხარე მადლობას უხდის მათ ამისთვის. ჰოფმანის აზრით, ახლა ტურბინის რუსეთში გაგზავნას არაფერი უდგას წინ,  თუმცა, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ეს პოლიტიკური სვლებია, რომლებსაც  გერმანული მხარე არ მიესალმება.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის შემცირებისთვის ემზადება. მათ სამშაბათს განაცხადეს თავიანთი გეგმის შესახებ, რომელიც ამ ზამთარს ბუნებრივი აირის მოხმარების 15 პროცენტით შემცირებას გულისხმობს, მათი მიზანია,  შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება. ბევრს მიაჩნია, რომ ენერგოკრიზისის საერთო სურათი კიდევ უფრო მძიმეა.

რუსეთის ენერგეტიკის ეროვნული ფონდის ექსპერტი სტანისლავ მიტრახოვიჩი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება „გაზპრომისა“ და რუსეთის მთავრობის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებასთან დაკავშირებით და რომ რუსეთში არ ჩქარობენ ევროპისთვის ამ მარაგების გაზრდას, რაც შემდგომ შეიძლება გარკვეულ იარაღად იქნეს გამოყენებული.

რუსეთში ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარება მხოლოდ ჩვეულებრივ ცხოვრებაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ, მისი შეფასებით, ეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტია ქვეყნებს შორის, უფრო კონკრეტულად კი ეს არის  გაერთიანებულ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება, რომელსაც არავინ მალავს.

შექმნილმა კრიზისმა დღის წესრიგში დააბრუნა ბირთვული ენერგიის საკითხი. გარემოსდამცველებს კი მიაჩნიათ, რომ ამის პასუხი  ახლა სწორედ  განახლებადი ენერგიაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend