მთავარიმსოფლიოაშშ და რუსეთი პატიმრებს გაცვლიან

აშშ და რუსეთი პატიმრებს გაცვლიან

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ხანგრძლივი შიდა განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის მსჯავრდებული რუსი ვიქტორ ბუტი რუსეთში დაკავებულ ამერიკის მოქალაქეებში გაეცვალა.

ვიქტორ ბუტს, რომელიც ამერიკის ციხეში იარაღით ვაჭრობის ბრალდებით 25-წლიან სასჯელს იხდის, რუსეთის ციხეში მყოფ ამერიკელ ბრიტნი გრინერსა და პოლ უელანზე გაცვლიან.

31 წლის ბრიტნი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. მას თან ნარკოტიკული ნივთიერება – კანაფის ზეთი ჰქონდა.

კალათბურთელს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი კი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend