მთავარისაქართველოკონფერენცია: მსჯელობა 12 რეკომენდაციის შესრულების სტრატეგიაზე

კონფერენცია: მსჯელობა 12 რეკომენდაციის შესრულების სტრატეგიაზე

საქართველოს დემოკრატიის დაცვა, გაძლიერება და ქვეყანაში ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკის გატარება – აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაზე, დღეს, 26 ივლისს სწორედ ეს საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების ნდობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობა, რადგან საქართველოს ამისთვის არც თუ ისე დიდი დრო დარჩა.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კონფერენციაზე დასწრება გადამწყვეტი იქნებოდა საერთო ხედვის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისთვის.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend