მთავარიევროპაუკრაინამშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრება ომის პირობებში

მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრება ომის პირობებში

11 წლის მაქსიმი და ანდრიი ყოველდღე მიდიან მათ მიერვე მოწყობილ საგზაო გამშვებ პუნტქთან და ფრონტის ხაზზე მიმავალ უკრაინელ სამხედროებს ესალმებიან.

მათ ხელში სათამაშო იარაღი უჭირავთ და ყველა ჯარისკაცს სამხედრო სალმით ეგებებიან. ანდრიი დედასთან ერთად ხარკივიდან მაშინ წამოვიდა, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

”გვეშინოდა და ხარკივიდან აქ სწორედ ამიტომ გადმოვედით საცხოვრებლად. ყოველდღე ვხედავდით რუსულ ტანკებს, ასევე ჯავშანმანქანებსა და სხვა ტექნიკას, სამწუხაროდ, უკრაინული არც ერთი არ იყო”, – იხსენებს ანდრიი.

ანდრიის მამა უკრაინელი სამხედროა. დედამისის თქმით, ანდრიი ყოველდღე მიდის გამშვებ პუნქტთან უკრაინელი სამხედროების სანახავად.

„რაც ომი დაიწყო, ხშირად ვხედავთ ფრონტისკენ მიმავალ უკრაინელ სამხედროებს, ტანკებს. როდესაც მათ ვხედავთ, თვალზე ცრემლი მადგება და ხელს ვუქნევთ. ბიჭები სულ უფრო ხშირად გადიან ჩამვლელი სამხედროების სანახავად. ბიჭებს უნდოდათ, მათაც ჰქონოდათ იარაღი. ამიტომ ფული შევაგროვე და სათამაშო იარაღი ვუყიდე. ყოველდღე ელიან ჩვენი სამხედროების ჩავლას. მათ ყველა იცნობს”,  – ამბობს ელენა კრებესნიკოვა.

რუსი სამხედროები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს კვლავ უტევენ. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათ მიზნები შეიცვალა და კრემლი მეტი უკრაინული ტერიტორიის მიტაცებას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend