მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ძლიერი სიცხის ფონზე ტყის ხანძრები მძვინვარებს

ევროპაში ძლიერი სიცხის ფონზე ტყის ხანძრები მძვინვარებს

იტალიის საზღვართან, სლოვენიაში ხანძარი  ხუთშაბათს გაჩნდა, რის გამოც სამი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ-დასავლეთით, კრასის რეგიონში, 1991 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი ხანძარი იყო.

ხანძარმა 2000 ჰექტარზე მეტი მოიცვა, რამაც შექმნა საფრთხე პირველი მსოფლიო ომის დროს დარჩენილი საბრძოლო მასალების აფეთქებისა. 1000-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა ცეცხლს იმ ვერტმფრენებით, რომლებიც ავსტრიამ, სლოვაკიამ და ხორვატიამ გამოაგზავნეს. მათ სლოვენიის პოლიციაც ეხმარებოდა.

ესპანელი მეხანძრეები ხანძრის ცხრა კერას ებრძოდნენ, ჩრდილო-დასავლეთ გალიციის რეგიონში ორი კერა განსაკუთრებით საშიში იყო.

ესპანეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს  მიაღწია. მაღალმა ტემპერატურამ და და გვალვამ ქვეყანაში ტყის ხანძრების გაჩენას და ცეცხლის გავრცელებას შეუწყო ხელი.

ჟირონდის რეგიონის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის ორივე კერა, რომლის გამოც ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ლოკალიზებულია.

საფრანგეთში მეხანძრეები ჯერ კიდევ მუშაობენ ცხელ წერტილებზე, რადგან არსებობს საფრთხე, რომ კვლავ  განახლდეს ხანძარი. თუმცა სახანძრო სამსახურში იმედი აქვთ, რომ ხანძრის კერები რამდენიმე დღეში ჩაქრება. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, ხანძრის სრულად ჩაქრობას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend