ირანში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის. ეს უკრაინაში შეჭრიდან ვლადიმერ პუტინის პირველი მასშტაბური სამიტი იყო რუსეთის ფარგლებს გარეთ.
ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან და თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად მოლაპარაკება გამართა სირიის, უკრაინისა და მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.
ვლადიმერ პუტინის აზრით, შესამჩნევია გარკვეული პროგრესი, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთს მისცეს საშუალება, განბლოკოს უკრაინული მარცვლის ექსპორტი. ეს ის პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის აფრიკის ქვეყნებსაც. რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს დიპლომატიური ძალისხმევისთვის.
ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა როგორც შუამავლობისთვის, ისე საკვების პრობლემებსა და მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის უზრუნველყოფისთვის. მისი თქმით, ყველა საკითხი ჯერ არ არის გადაჭრილი, თუმცა ნამდვილად შეინიშნება წინსვლა, რაც უკვე კარგია.
მიუხედავად იმისა, რომ სირიის ომში თურქეთი და რუსეთი მხარს მოწინააღმდეგე მხარეებს უჭერდნენ, ამ სამიტმა აჩვენა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს საერთაშორისო მოკავშირეები.
ირანის ლიდერი აცხადებს, რომ მათ უნდა გააძლიერონ კავშირები. მას მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლეთია დამნაშავე.