მთავარიამერიკააშშჯონ კირბი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება

ჯონ კირბი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, მათ შორის დაზვერვის სამსახურიდან, თუ როგორ ახდენს რუსეთი უკრაინის იმ ტერიტორიების ანექსიას, რომლებსაც ის ამჟამად აკონტროლებს. მათ აქვთ არაერთი მტკიცებულება, რომ რუსეთი შეეცდება უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიას.

ჯონ კირბი აღნიშნავს, რომ  ამჟამად  რუსეთი მოქმედებს ანექსიის სახელმძღვანელოთი, რომელიც 2014 წელსაც გამოიყენა.

კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანიშნავს მარიონეტულ მთავრობას, რომელიც შემდგომ ჩაატარებს რეფერენდუმს რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით.

რუსეთი კი ამ რეფერენდუმს უკრაინული ტერიტორიების ანექსიისთვის გამოიყენებს.

ჯონ კირბის თქმით, კრემლის მიზანი ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების რუსეთთან შეერთებაა.

ჯონ კირბმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს.

აშშ უკრაინისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის, ასევე დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რაკეტების გადაცემას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend