რუსეთში კომპანია გუგლი უკრაინასთან დაკავშირებული აკრძალული ინფორმაციის გავრცელების განმეორებითი დარღვევის ბრალდებით დააჯარიმეს, 22 მილიარდი რუბლით, რაც დაახლოებით 400 მილიონი დოლარია.
სასამართლოში დააზუსტეს, რომ ჯარიმა რუსეთში გუგლის წლიური მოგების 10%-ია.
დასავლური სოციალური ქსელების და ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება რუსეთმა 2021 წელს დაიწყო.
ამჟამად ახალი ჯარიმის მიზეზი როგორც რუსეთის მედიის მარეგულირებელ როსკომნადზორში აღნიშნეს, იყო გუგლის კუთვნილებაში არსებულ ვიდეოჰოსტინგ იუთუბზე ვიდეოს გამოქვეყნება, რომელიც მათი აზრით, მიზანმიმართულად ავრცელებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ დეზინფორმაციას და რუსული არმიის დისკრედიტაციას ეწევა.