მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ლიდერები განაგრძობენ ენერგორესურსების ალტერნატიული წყაროების მოძიებას

ევროპის ლიდერები განაგრძობენ ენერგორესურსების ალტერნატიული წყაროების მოძიებას

ევროპის ლიდერები ენერგოუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.

ენერგოუსაფრთხოების საკითხების განსახილველად ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ეწვია.

ეგვიპტე მზადაა ნებისმიერი ნაბიჯისთვის, რომ შეამსუბუქოს ევროპაში არსებული ბუნებრივი აირის კრიზისი. ეს სასიხარულო ამბავი იყო  გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისთვის.

აბდელ ფატაჰ ალ-სისის თქმით, ეგვიპტე ენერგოსექტორში პრობლემების მოსაგვარებლად გერმანიასთან ითანამშრომლებს. თანამშრომლობა შეეხება როგორც ბუნებრივი აირის, ისე წყალბადის, ქარისა და მზის ენერგიის ექსპორტს.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ბუნებრივი აირისა და წყალბადის მიწოდება იმ ხანგრძლივი ინდუსტრიული ურთიერთობის შედეგი იქნება, რომელიც ეგვიპტესა და გერმანიის აქვთ.

შოლცი და სხვა ევროპელი ლიდერები აძლიერებენ ძალისხმევას ალტერნატიული ენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად, რადგან ფიქრობენ, რომ  შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდება.

ორშაბათს, 18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ევროპაში გაორმაგებული რაოდენობით ბუნებრივი  აირის მიწოდებასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ალჟირში იმყოფებოდა სხვადასხვა დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, რომ გაიზარდოს ენერგორესურსების მიწოდება.

წლის დასაწყისიდან ალჟირმა იტალიას უკვე მიაწოდა 14 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. 2022 წლის ბოლომდე კი დამატებით 6 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება იგეგმება.

გასულ წელს რუსეთმა ევროპას ბუნებრივი აირის 40 პროცენტი მიაწოდა.

თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის მიერ გარკვეული ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა, ინფლაცია. შესაბამისად, ევროპის მოსახლეობა ზამთარს შიშით ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend