ბრიტანელები შაბათ-კვირას ბრაიტონის სანაპიროზე შეიკრიბნენ. კვირის დასაწყისში მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იყო მოსალოდნელი.
მეტროპოლიტენის ოფისმა პირველი ეგრეთ წოდებული “წითელი” გაფრთხილება გამოსცა, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ექსტრემალური სიცხე იქნებოდა. მაღალი ტემპერატურა საშიშია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.
ორშაბათს ან სამშაბათს ტემპერატურამ სამხრეთ ინგლისში შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.
“მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რამე ჩვენი პლანეტისა და მომავალი თაობების გადასარჩენად”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი აბუ ბაქრი.
“ეს საშინელებაა. შარშან წვიმამ მთლიანად დატბორა ის ადგილი, სადაც ვცხოვრობთ. დღეს, შარშანდელთან შედარებით, განსხვავებული სიტუაციაა. ძალიან მეშინია და ეს შიში რეალურია”, – ამბობს სტუდენტი მოლი მარში.
მთელ ევროპაში მაღალი ტემპერატურაა. ესპანეთში სიცხისგან 360 ადამიანი გარდაიცვალა, პორტუგალიაში კი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 659 ადამიანი დაიღუპა.
ზოგიერთ ქალაქში, მადრიდის ჩათვლით, ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია. საფრანგეთმა კი ნარინჯისფერი გაფრთხილება გამოსცა.
უკიდურეს სიცხეს თან ახლავს ტყის ხანძრები.
საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის ზოგიერთ რაიონში ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, თავისი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.