მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან სამხედრო იერიშები არ წყდება

უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან სამხედრო იერიშები არ წყდება

რუსეთის საჰაერო თავდასხმებს ქალაქ სლოვიანსკში შენონების ნგრევა მოჰყვა. დონეცკის რეგიონის რამდენიმე ქალაქში ბოლო 24 საათის განმავლობაში არტილერიისა და სროლის ხმა არ წყდება.

მიკოლაივში კი რუსი სამხედროების იერიშებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის ჯარები უახლოეს კვირებში დონბასის რამდენიმე პატარა ქალაქზე მიიტანენ იერიშს.

უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები ერთმანეთს ეხმარებიან. მათი სურვილია, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

სპიკერის თქმით, მაღალი სიზუსტის საჰაერო იერიშებს უკრაინის შეიარაღებული ძალების 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

უკრაინამ ამ განცხადებას პროპაგანდა უწოდა. პარალელურად უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მოხალისე  ქვედანაყოფი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს.

ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ემზადებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend