მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის, რუსეთისა და თურქეთის სამხედრო დელეგაციები სტამბოლში გაეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან

უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის სამხედრო დელეგაციები სტამბოლში გაეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან

უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის სამხედრო დელეგაციები დღეს, 13 ივლისს სტამბოლში გაეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თურქეთს გადამწყვეტი როლი ჰქონდა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, თავდაპირველად თურქეთის ხელისუფლება მშვიდობის დამყარებას ცდილობდა.

ამჟამად მოლაპარაკებები შეეხება შავი ზღვის პოტენციური დერეფნის შექმნას, რათა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი აღდგეს.

უკრაინა, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს საქონლის ექსპორტს, მისი მრავალი პორტი დაბლოკილია. ომი მძვინვარებს უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე.

კიევი მოსკოვს ადანაშაულებს მარცვლეულის მოპარვაში იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს.

კიევი ითხოვს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი გაეროს ეგიდით გადაწყდეს.

ერთ-ერთი იდეაა, რომ მარცვლეული სხვა ქვეყნებს შავ ზღვაში სპეციალური დერეფნების საშუალებით მიეწოდოს.

გარიგების შემთხვევაში გადაზიდვისა და სადაზღვევო კომპანიები უსაფრთხოების გარანტიას მოითხოვენ.

მოლაპარაკებები იმ დროს მიმდინარეობს, როდესაც სურსათზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი ფასებია.

კონფლიქტი უკრაინაში, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი მიმწოდებელია, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

მარცვლეული უკრაინის ექსპორტის თითქმის მეხუთედს შეადგენს.

ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ უკრაინას ახლა არ აქვს იმ მასშტაბის საწყობი, რომ  მარცვლეულის ეს რაოდენობა შეინახოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend