მთავარიმსოფლიოევროპამაღალი ტემპერატურის გამო პორტუგალიაში ტყეები იწვის

მაღალი ტემპერატურის გამო პორტუგალიაში ტყეები იწვის

ევროპაში გავრცელებულმა მაღალმა ტემპერატურამ პირენეს ნახევარკუნძულამდე მიაღწია. ამ ზაფხულს ესპანეთში გვალვა უკვე მეორედაა. ანდალუსია და ესტრემადურა ის ორი რეგიონია, სადაც ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს. ადგილობრივები კი მაღალ ტემპერატურას შეძლებისდაგვარად მომზადებული ხვდებიან. 12-დან 14 ივლისამდე ესპანეთის მასშტაბით, ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს, როგორც ვარაუდობენ, ბევრ ქალაქში 40 გრადუსი იქნება.

ევროკავშირის დედამიწის დაკვირვების პროგრამა, რომელსაც კოპერნიკს უწოდებენ, ტემპერატურის ზრდას აკვირდება. პროგრამის ფარგლებში იმ ადგილებს იკვლევენ სადაც ხანძრის მაღალი რისკი არსებობს.

მაღალი ტემპერატურის გამო პორტუგალიაში ტყეები იწვის. ხანძრის შედეგად 29 ადამიანია დაშავებული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 15 ივლისის ჩათვლითაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის დროს, მოქალაქეებს ტყის მიდამოებში ან მის მახლობლად ბაღის და ფერმერული ტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ. ასევე აკრძალულია ფეიერვერკების გაშვება.

იტალიის დედაქალაქ რომში, ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ხანძარმა ქალაქს ფართომასშტაბიანი ზარალი მიაყენა. რომი კვამლის უზარმაზარმა ნალექმა დაფარა, ხოლო მისი მოსახლეობა ფერფლში გაეხვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend