ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ჩემპიონია. სერბმა ჩოგბურთელმა ერთ-ერთი მთავარი საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკ კირიოსი 3:1 დაამარცხა. ჯოკოვიჩმა უიმბლდონი ზედიზედ მეოთხედ მოიგო და ამ ტურნირის ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა.
35 წლის ჩოგბურთელმა გრანდ სლემი 21-ედ მოიგო და რაფაელ ნადალთან სხვაობა შეამცირა, რომელიც გრანდ სლემზე ჩემპიონი 22-ჯერ გახდა, როჯერ ფედერერს კი გრანდ სლემი 20-ჯერ აქვს მოგებული.
ჯოკოვიჩმა, შესაძლოა, აშშ-ის ღია პირველობა გამოტოვოს, რადგანაც ამ ტურნირზე არავაქცინირებული მოთამაშეები არ დაიშვებიან.
უიმბლდონზე ქალთა შორის გამარჯვებული ყაზახი ელენა რიბაკინა გახდა, რომელმაც ფინალში ტუნისელი ონს ჟაბური დაამარცხა.