მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ

სუვალკის 100-კილომეტრიან მიწის ნაკვეთს ლიეტუვასა და პოლონეთს შორის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, რადგან ის აკავშირებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოს სხვა ქვეყნებთან. ის ასევე არის მნიშვნელოვანი ადგილია ბალტიის მოკავშირე ქვეყნებში ჯარების გადაყვანისა და მათი შეიარაღებისთვის.

ქალაქ სუვალკს  ჩრდილო-დასავლეთით კალინინგრადი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი – ბელარუსის ტერიტორია.

ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო ის შესაძლოა, ნატოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთისთვის იდეალური სამიზნე გახდეს.

ადგილობრივი მოსახლეობაც შეშფოთებულია. მეორე მხრივ, ადგილობრივი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ მსგავსი სპეკულაციები რეგიონის უსაფრთხოებას მხოლოდ ზიანს მიაყენებს.

,, ეს საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ ჰიპოთეტურია და გვინდა, რომ ასე დარჩეს. ეს მდგომარეობა უარყოფითად აისახება ამ რეგიონში არსებული ინვესტიციებისთვის. სამწუხაროდ, წელს ზაფხულში ტურისტები ნაკლებად იქნებიან. ჩვენ არ გვინდა პანიკა. ჩვენ ასევე ვართ პოლონეთის არმიის, ნატოს მოკავშირე ჯარების მფარველობის ქვეშ, რომლებიც განლაგებული არიან სუვალკიდან არც თუ ისე მოშორებით. შესაბამისად, კონფლიქტის შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩვენს არმიას, მოკავშირეებთან ერთად, შეუძლია ამ თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლა”, – აცხადებს სუვალკის მერი ჩესლავ რენკევიჩი.

ექსპერტები არ გამორიცხავენ შესაძლო თავდასხმას, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ამ ეტაპზე ახალი სამხედრო ოპერაცია რუსეთისთვის რთული იქნება.

,,მრავალი წლის განმავლობაში ეს ადგილი განიხილებოდა, როგორც ყველაზე სუსტი წერტილი, როდესაც საქმე ეხება აღმოსავლეთ ფლანგს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა სცენარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება ერთდროულად ორ ფრონტში ჩართვა, მით უმეტეს, როცა საქმე ნატოს ეხება. ამის ალბათობა მცირეა”, – ამბობს ევრონიუსთან ინტერვიუს დროს პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი გნიესკა ლეგუცკა.

პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის საზღვრებიცაა, უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლელი მეზობლებიდან მოდის.

გარდა უკრაინაში ომისა და მიგრაციული კრიზისისა, ახლა არსებობს მათზე თავდასხმის საფრთხე, რომელიც შესაძლოა რუსეთსა და ნატოს შორის ღია ომის მიზეზი გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend