მთავარიმსოფლიო„თორი-სიყვარული და ქუხილი" - „მარველის“ ახალი ფილმი

„თორი-სიყვარული და ქუხილი” – „მარველის“ ახალი ფილმი

მარველის კინოსამყარო 7 ივლისს მაყურებელს ახალი ფილმით უბრუნდება. “თორი- სიყვარული და ქუხილი” ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ როლს ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი ასრულებს.

დახურული კინოჩვენება 5 ივლისს ლონდონში გაიმართა მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილმის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი და მსახიობები ნატალი პორტმანი და ტესა ტომპსონი. პრემიერაზე ვერ მოვიდა კრის ჰემსვორთი, რომელიც ავსტრალიაში იმყოფებოდა.

ძლევამოსილი თორი დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად მას შუახნის ასაკის კრიზისი აქვს, თუმცა სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთი სამყაროს გადარჩენას კიდევ ერთხელ შეეცდება.

“სიყვარული და ქუხილი“ რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის მეორე ფილმია. ის ფილმ  “რაგნაროკის” გაგრძელებაა.  „რაგნაროკი“ 2017 წელს გამოვიდა ეკრანებზე. „სიყვარული და ქუხილი“ გადაღებები 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

ფილმი ეკრანზე 7 ივლისს გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend