მთავარიევროპაიტალიამეცნიერები იტალიაში გვალვას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ

მეცნიერები იტალიაში გვალვას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ

იტალიაში წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა. ასეთი სიცხე იტალიაში 70 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გვალვა გავლენას ახდენს ქვეყნის არა ერთ რეგიონზე.

იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა დღის განმავლობაში ვერ მოახერხა წყლის რესუსრების მართვა.

ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დაწესებულია შეზღუდვები. ბევრ ქალაქს წყლის სატვირთო მანქანებით შემოტანა უწევს. ზოგიერთ რაიონს კი წყალი ღამით საერთოდ არ მიეწოდება.

ჩრდილოეთში, მდინარე პოსთან ახლოს ბრინჯისა და სიმინდის წარმოება შეჩერებულია. ქვეყნის ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ წელს ნალექის ნაკლებობის გამო ზარალი 3 მილიარდ ევროზე მეტი იქნება.

ასევე დიდი თანხა დასჭირდება შინაურ ცხოველებზე ზრუნვასაც.

„ჩვენ გვაქვს ვენტილაციის სისტემა რათა დავეხმაროთ ცხოველებს ფერმაში, უკეთ გაუმკლავდნენ სიცხეს. ერთ-ერთი დანადგარი 65 000 ევრო ღირს. ამას ემატება ელექტროენერგიის ხარჯები. ვენტილატორები 24 საათის განმავლობაშია ჩართული. ღამითაც კი”, – ამბობს ფერმერი ეტორე ფერარინი.

პრობლემას ართულებს ზამთარში ნაკლები თოვლი, განსაკუთრებით სამხრეთ ალპებში, რამაც ხელი შეუწყო მდინარეებში წყლის ნაკლებობას.

მეცნიერები ამბობენ, რომ გვალვა კლიმატის ცვლილების შედეგია და ამაში ადამიანიც არის დამნაშავე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend