2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ განჩინება გამოსცა. სასამართლომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის – მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას, წამებას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას.
რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ეს გადაწყვეტილება, როგორია ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი, რა სახის სასჯელს ითვალისწინებს ეს ბრალდება – ამ თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა ისაუბრა