მთავარი საქართველო მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებით

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებით

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

გუშინ, 30 ივნისს ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა და თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებითა და იმ შეფასებებით, რომლებიც უფრო მეტად აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

უახლესი

სხვა ამბები

მედიის ადვოკატირების კოალიციამედიის ადვოკატირების კოალიცია

Send this to a friend