ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა. კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველო ნატოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია.
დიპლომატის განცხადებით, მადრიდის სამიტი საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გადახედოს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ალიანში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.
კელი დეგნანის განმარტებით, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება საქართველოს ნატოში გაწევრების პროცესში მნიშვნელოვანია.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კიდევ ერთხელ ეხმაურება დეზინფორმაციას საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. დიპლომატი ამბობს, რომ აშშ და ევროპა საქართველოს მეგობრები არიან და ქვეყნის ომში ჩართვა არავის სურს.