მთავარიევროპაპორტუგალიაგარემო და კლიმატის პრობლემები ომის დაწყებისას არ ქრება - ჯონ კერი ლისაბონის...

გარემო და კლიმატის პრობლემები ომის დაწყებისას არ ქრება – ჯონ კერი ლისაბონის ფორუმზე

ომისა და კლიმატის ცვლილების გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ლისაბონში მიმდინარე კონფერენციაზე ოკეანეთა შესახებ ამბიციური, კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, უნდა შემცირდეს ემისიები, რომლებიც ოკეანეებზე ახდენს გავლენას.

ჯონ კერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გასაკიცხია, მათ არ უნდა დაუშვან, რომ უკრაინის თემა გახდეს საბაბი და ხელი შეუშალოს იმ სამუშაოში,  რომელიც ამ კვირასაც უნდა გაწიონ და  მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ  გარემო და კლიმატის პრობლემები ომის დაწყებისას არ ქრება.

ამ აზრს იზიარებენ გაეროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის სხვა მონაწილეებიც.

ნორვეგიის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრს ესპენ ბარტ ეიდეს მიაჩნია, რომ ზღვებსა და ოკეანეებს ემუქრებათ დიდი საფრთხე, რომელიც გადაჭარბებული თევზჭერის, კლიმატის ცვლილებისა და დაბინძურებით არის გამოწვეული. მისი აზრით, მეცნიერებასა და კვლევებზე დაყრდონით კონტროლის მექანიზმების შემუშავებაა აუცილებელი.

ოკეანეების პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მეორე დღეს განიხილებოდა მდგრადი ეკონომიკისა და საზღვაო ეკოსისტემის დაცვის საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია, კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ოკეანეების გადასარჩენად მთავრობებს მყისიერი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend