მთავარიმსოფლიოსისასტიკედ და ბარბაროსობად შეაფასეს სავაჭრო ცენტრზე მიტანილი იერიში დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა

სისასტიკედ და ბარბაროსობად შეაფასეს სავაჭრო ცენტრზე მიტანილი იერიში დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა

დიდი შვიდეულის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მისამართით. ისინი ჰპირდებიან, რომ გაგრძელდება სანქციები და ქვეყანას მიაწვდიან იარაღს, სანამ ეს საჭირო იქნება.

სწორედ იმ დროს, როდესაც ლიდერები ამ მხარდაჭერაზე ესაუბრებოდნენ პრეზიდენტ ზელენსკის, რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე მიიტანეს სარაკეტო იერიში.

ეს იყო დამანგრეველი დარტყმა, რომელსაც  საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. საფრანგეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ დაგმო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და განაცხადა, რომ რუსეთმა საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხი უნდა აგოს.

რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბრობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინის ქმედებები სისასტიკედ და ბარბაროსობად შეაფასა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ოლაფ შოლცის აზრით,  ეს ომი ღრმა ჭრილობას აყენებს საერთაშორისო ურთიერთობებს.

მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მომენტია, რადგან რუსეთის უკრაინაზე თავდასხმით ირღვევა ყველა ის წესი, შეთანხმება და თანამშრომლობა,  რომლებიც სახელმწიფოებმა შეიმუშავეს. მისთვის ასევე მიუღებელია საზღვრების გადაწევა ძალის გამოყენებით.

კრემენჩუკში სამხედროები გვიანობამდე ასუფთავებდნენ ჩამონგრეულ სავაჭრო ცენტრს. რთულია მსხვერპლთა რაოდენობის დადგენა. ბოლო ინფორმაციით, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ათობით კი დაიჭრა. სარაკეტო იერიშის დროს სავაჭრო ცენტრში ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend