ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ,,თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაშავდა 1500 ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა კი 1000-ს აჭარბებს. თუმცა, როგორც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა, სავარაუდოდ, ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება
ამიზ ალაკბაროვი – გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ავღანეთში
ავღანეთში მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
”ჩვენ მათთვის დაფინანსების გაზრდას ვგეგმავთ. უახლოეს დღეებში უფრო მეტ დახმარებას გავუწევთ. არა „თალიბანის“ მეშვეობით, არამედ ჩვენი პარტნიორებისა და იმ სააგენტოების საშუალებით, როგორებიცაა იუნისეფი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებსაც შეუძლიათ უშუალოდ ადგილზე გაუწიონ დახმარება ადამიანებს. თუმცა ამჟამად მედიის ყურადღების ცენტრში ქვეყანაში შექმნილი სხვა პრობლემებიცაა. ჩვენ არ დაგვიწყებია ხალხი ავღანეთში და ისიც ვიცით, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.
ბოლო 20 წლის გამავლობაში ეს ავღანეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში.