საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია აქვეყნებს პოსტს ახალი კამპანიის შესახებ, რომელიც რუსულ მუსიკაზე უარის თქმას ითვალისწინებს.
“რუსული მუსიკა ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება ჩვენ ქვეყანაში, რაც, ერთი მხრივ ხელს უწყობს რუსეთთან ყალბი ერთიანობის შეგრძნების გაღვივებას და მეორე მხრივ არის გავლენის მოპოვების, ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ მძლავრი იარაღი მტრის ხელში”, — ვკითხულობთ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ამ ინიციატივის შესახებ „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ ისაუბრა.