მთავარი ბრიუსელის ბიურო ბრიუსელი უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ბრიუსელი უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები…

ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს – დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend