საჰელისა და დასავლეთ აფრიკის არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა თავიანთ ანგარიშში დაგმეს მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერიის ხელისუფლებების მიდგომა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა საფრთხის წინაშე აყენებს რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია ASSN-ის ხელმძღვანელის ნიაგალე ბაგაიოკოს აზრით, ამ პროცესში როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მოვლენებია. მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ასე არასდროს დასხმიან თავს, როგორც ახლა. ნიაგალე ბაგაიოკო აღნიშნავს, რომ ბურკინა-ფასოში, მალისა და ნიგერიაში ყოველდღიურად საშუალოდ 8 მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება და სწორედ ეს არის გასათვალისწინებელი.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს 71 პროცენტით შემცირდა ის შემთხვევები, როცა მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალებაში უშიშროების ძალებსაც მიუძღოდათ ბრალი, 2022 წელს ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.