კანადასა და დანიას არქტიკაში მდებარე პატარა, დაუსახლებელი ტერიტორიის გამო ხანგრძლივი დავა ჰქონდათ, თუმცა ქვეყნების ლიდერებმა შეძლეს პრობლემის მოგვარება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, კანადას სახმელეთო საზღვარი ექნება ევროპასთან. დანიისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.
ჰანსის კუნძულზე არსებული ტერიტორია, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში კანადასა და გრენლანდიას შორის მდებარეობს. დავა დანიასა და კანადას შორის 1971 წლიდან დაიწყო, როდესაც კანადასა და გრენლანდიას საზღვაო საზღვრები შეიქმნა.
დავის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით ორ თვეში ერთხელ კუნძულს სამხედრო ხომალდი სტუმრობდა. ჯარისკაცები ხმელეთზე გადადიოდნენ, მოწინააღმდეგის სახელმწიფო დროშას ხსნიდნენ და საკუთარს აღმართავდნენ. ამასთან, დანიის დესანტი კუნძულზე შნაპსს ტოვებდა, ხოლო კანადისა — ვისკის. რასაც მოჰყვა დიპლომატიური პროტესტიც და ონლაინკამპანიები. კანადა საზოგადოებას მოუწოდებდა, უარი ეთქვა დანიაში წარმოებული ნამცხვრების შეძენაზეც,
კანადისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, მათი შეთანხმება სამაგალითო იქნება სხვა ქვეყნებისთვის.