მთავარიევროპაუკრაინაგაერო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს

გაერო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს

გაერო შეშფოთებას გამოთქვამს იმ მშვიდობიანი მოქალაქეების გამო, რომლებიც ჯერ ისევ ქალაქ სევეროდონეცკში არიან ჩარჩენილი. როგორც ვარაუდობენ, ასობით ადამიანი აზოტის ქიმიურ ქარხანას აფარებს თავს. მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, არ აქვთ სუფთა წყალი და მძიმე სანიტარიულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

რეგიონს გამუდმებით ბომბავენ, ამიტომ შეუძლებელია მოქალაქეების ევაკუაციისთვის საჭირო ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. როგორც ჩანს, უკრაინელებმა უგულებელყვეს რუსების ცალმხრივი შეთავაზება.

გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, დაემორჩილოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. მისი თქმით, სხვა გამოსავალი არ არსებობს და იმ ადამიანებს, რომელთაც ქალაქის დატოვება სურთ, უნდა მისცენ უსაფრთხოდ გასვლის საშუალება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს, რომელიც უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის  ღირებულების იარაღით დახმარებას დაჰპირდა.

შეერთებული შტატების წარმომადგენლები და პრეზიდენტი ზელენსკი ამბობენ,  რომ ახლა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტია.

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ შორი მანძილის რაკეტებით ლვივის რეგიონში გაანადგურეს საწყობი, რომელშიც ნატოს მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალა ინახებოდა.

ამავდროულად, დონეცკის რეგიონის პატარა სოფლიდან მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასავლეთ უკრაინაში ჩაიყვანეს.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ისინი იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend