რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ანა დემიდოვა მოსკოვში საკუთარ დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიას მართავდა. მაგრამ კრემლის მიერ წარმოებულმა ე.წ. „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ ყველაფერი შეცვალა.
უკრაინაში შეჭრის მიმართ პროტესტის ნიშნად, მარტის დასწყისში ანამ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.
ანას სჯეროდა, რომ ხელოვნებას დიდი სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ანას ბერლინის ცენტრში, მითეს უბანში, შევხვდი, სადაც ის ცხოვრების თავიდან დასაწყებად ჩავიდა.
ანამ ამიხსნა, რომ მისი ოჯახი ძალიან ღელავდა ანას უსაფრთხოების გამო, რაგდან ის მონაწილეობას იღებდა ომის წინააღმდეგ გაამრთულ აქციებში. ამიოტმ ოჯახმა ანას ფაქტობრივად ქვეყნიდან წასვლა აიძულა.
ანა დემიდოვა:
“სანამ პუტინი ომს დაიწყებდა, ვცდილობდი, მთელი ჩემი ძალ-ღონე, როგორც პიროვნებას, მოქალაქესა და ხელოვანს, იმაზე დამეხარჯა, რომ ხალხს შეეგნო თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და, შესაბამისად, მონაწილეობა უნდა მივიღოთ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ ხალხს არ ესმის პოლიტიკა, არ აინტერესებს. მათ სულ არ ადარდებთ, რა ხდება რუსეთში.“
პირად საუბარში ანამ მითხრა, რომ უკრაინაში შეჭრამ ყველაფერს დაუკარგა აზრი, რასაც კი მანამდე აკეთებდა და რის მიღწევასაც ცდილობდა.
„ჩემს ერთ ნაწილს არ ესმიდა რა ხდებოდა, მაგრამ მეორეს ესმოდა, რომ ეს იყო ლოგიკური გაგარძელება იმისა, რასაც პუტინი ბოლო 20 წლის განმავლობაში აკეთებდა.“
„ჩვენი ქვეყნა უფრო გასამხედროვდა. ბაბუაჩემი და ყველა ჩემი ნათესავი ამბობდა, რომ ომი აღარ მოხდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად გამართული ზეიმების ლოზუნგი ყოველთვის იყო „ომი აღარ განმეორდეს არასოდეს.“ მაგრამ როგორღაც პუტინმა ეს ლოზუნგი ასე გადააკეთა: „ჩვენ შეგვიძლია იგი გავიმეოროთ“, რაც სრული სიგიჟეა.“
ანა ერთ-ერთია იმ ათობით ათასი რუსეთის მოქალაქეთაგან, რომლებმაც რუსეთი მას შემდეგ დატოვეს, რაც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს ომი დაიწყო.
რუსეთის მოქალაქეები მიაწყდნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, როგორებიცაა საქართველო, სომხეთი და უზბეკეთი, სადაც მათ ვიზა არ სჭირდებათ. დიდი რაოდენობით რუსი ჩავიდა თურქეთში, ისრაელსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, როგორებიცაა ფინეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ბევრი მათგანისთვის მგზავრობის საბოლოო პუნქტი გერმანიაა – ასე თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რთულ პირობებში მყოფ მედიას ეხმარება.
დანიელ კრუტზინა, არასამთავრობო ორგანიზაცია MICT-ის (თანამშრომლობისა და გარდამავალი პერიოდის მედია – MEDIA IN COOPERATION AND TRANSITION) აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი:
“გერმანია თანდათან ჰაბი ხდება, რადგან, ჩემი აზრით, გერმანიას აქვს ამის რესურსი, იგი არის ევროპის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცენტრი და რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს.“
ბერლინში რუსული დამოუკიდებელი მედიის რამდენიმე გამოჩენილი წარმომადგენელი ვიპოვე. ანგელინას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ჟურნალისტია სანკტ-პეტერბურგიდან, ერთ კვირაზე ცოტა მეტი დასჭირდა, მთელი თავისი ცხოვრება ერთ ჩემოდანში რომ ჩაეტია.
ანგელინა დავიდოვა, ჟურნალისტი გარემოს დაცვის საკითხებში:
“მივხვდი, რომ თუ მინდა, მუშაობა გავაგრძელო და ჩემი აზრი საჯაროდ ისევ გამოვხატო როგორც მედიაში ისე სოციალურ მედიაში, გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ან უნდა დავრჩე ქვეყანაში და დავდუმდე, ან დავრჩე ქვეყანაში და მუდამ შიშში ვიყო, თუ ისევ გამოვთქვამ საჯაროდ რასაც ვფიქრობ – ან უნდა დავტოვო ქვეყნა. მე ქვეყნის დატოვება ვარჩიე.“
ევგენი მედიამეწარმეა, იგი რამდენიმე დამწყები ბიზნესის დამფუძნებელია. ომამდე სამოყვარულო კამერითაც მუშაობდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ბანკისთვის.
ევგენი კავალერჩიკი, მედიამეწარმე:
“როდესაც პირველად წავიკითხე ინფორმაცია ომის დაწყების შესახებ, არ დავიჯერე. მთელი ჩემი გეგმები ჩაიშალა.“
როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევგენიმ სოციალურ მედიაში თავისი პროფილის ფოტო გააშავა და მთავრობის საწინააღმდეგო პოსტი დადო:
“მე ამ ომისა და კრიმინალური მთავრობის წინააღმდეგი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს დაისჯებიან იმისთვის, რაც ჩაიდინეს. მაგრამ მანამდე მე და შენ პასუხისმგებელი ვიქნებით ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე და სიცოცხლის ბოლომდე მოგვიწევს სინანულში ცხოვრება და მოძმე ხალხისთვის პატიების თხოვნა. 24 თებერვალი ყველაზე ბნელი დღეა.“
ევგენი კავალერჩიკი:
„ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათში იმ ბანკიდან დამირეკეს, რომელშიც ვმუშაობდი და მითხრეს, პოსტი ამეღო, ასევე მომთხოვეს, ჩემი ფეისბუკიდანაც წამეშალა, რომ ამ ბანკთან ვთანამშრომლობდი.“
ევგენი 5 დღეში დაითხოვეს.
25 თებერვლის შემდეგ ზოგიერთი მედიასაშუალება დახურეს, ზოგიც დაბლოკეს. ის ჟურნალისტები, რომელთაც ვესაუბრე, თანხმდებიან, რომ რუსეთში თავისუფალ სიტყვაზე წნეხი პიკშია.
ანგელინა დავიდოვა, ჟურნალისტი გარემოს დაცვის საკითხებში:
“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მაშინაც კი, როდესაც უარყოფითი პოლიტიკური ტენდენციები გვქონდა, მაინც არსებობდა იმის საშუალება, რომ ადამიანს რამე გაეკეთებინა. ახლა კი ვხედავ, როგორ ახშობენ ამ მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მცირე თუ დიდ ისეთ ქმედებებს, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი საერთო არ აქვს ამ ქვეყნის ხალხის ცხოვრებასთან ან მათ კეთილდღეობასა და მომავალთან.“
გერმანიაში გრძელდება პუტინის როგორც მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო აქციები, რადგან ისტორიულად რუსული უმცირესობა აქ საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კონფლიქტში ნატოს როლისადმი მიძღნილ კონფერენციას ბერლინში აქციით შეხვდნენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან მოყოლებული ასეთი აქციები ყოველკვირეულად ტარდება. ქუჩებში მხოლოდ გერმანელები და უკრაინელები კი არ გამოდიან, არამედ – რუსებიც.
ვოქსი
“ჩვენ უბრალოდ ომის წინააღმდეგ კი არ გამოვდივართ, არამედ უკრაინას ვუჭერთ მხარს. გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რადგან სხვა შემთხვევაში ვერც კი წარმოგვიდგენია, რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი. რუსეთმა უნდა დაამხოს დიქტატურა და ახალი სახელმწიფო ააშენოს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მოანწილემ.
რუსები, რომლებიც გერმანიაში მაშინ დასახლდნენ, როდესაც მთავრობის საწინააღმდეგო ადრეული ტალღა აგორდა, აქტიურად ეხმარებიან ახლად ჩამოსულებს და მათ, ვისაც გაქცევა სურს. ჟურნალისტი და აქტივისტი ოლგა რომანოვა ხუთი წლის წინ გამოიქცა. იგი იმ ჯგუფის სული და გულია, რომელიც რუსების ჩუმ მასობრივ გადინებას უწყობს ხელს.
ოლგა რომანოვა, აქტივისტი და ჟურნალისიტი:
“ხალხი აქ იმიტომ არ ჩამოდის, რომ უკეთესი ცხოვრება სურს. საქმე მათ უსაფრთხოებას ეხება, მათ სიცოცხლეს, მათი ოჯახისა და შვილების სიცოცხლეს. ეს უსაფრთხოების საკითხია.“
ოლგამ საკუთარი სახლი სხვადასხვა კულტურული და ჰუმანიტარული ორგანიზაციის არაფორმალური შეხვედრების ადგილად აქცია.
მე არ მომცეს ნება, რომ დისკუსიებს დავსწრებოდი, მაგრამ ამ შეხვედრების მიზანი გაქცევის მსურველი უკრაინელებისა და რუსებისთვის პრაქტიკული პრობლემების მოგვარებაა.
ალექსეი კოზლოვი, ორგანიზაცია SOLIDARUS-ის მენეჯერი:
“ზოგჯერ ხალხის ევაკუაციისთვის საჭირო სახსრებს ვშოულობთ, რათა მათი გარკვეული ხარჯი დავფაროთ. ზოგჯერ ადვოკატის პოვნა გვიწევს. ჩვენ ძირითადად გერმანიაში ვართ, თუმცა გვყავს პარტნიორები საქართველოსა და ამერიკაში.“
რუსეთს ყველაზე მეტად საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტები ტოვებენ. ამ სფეროს წარმოამდგენელი რუსული ასოციაცია ამბობს, რომ ამ ინდუსტრიიდან მუშახელის 10 პროცენტი გავიდა.
სონია 23 წლისაა. იგი სწავლობს ბიოინფორმატიკას – მეცნიერებას, რომელიც ბიოლოგიას, სტატისტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიას აერთიანებს. სონია უკვე მუშაობს კიდეც ამ სფეროში. იგი იმ 70 ათას სპეციალისტს შორისაა, რომლებიც რუსეთიდან გაიქცნენ, რის შედეგადაც ამ ქვეყნიდან ტვინების გადინების საფრთხე გაჩნდა, განსაკუთრებით ახლაგაზრდებისა და კარგი სპეციალისტებისა. სონიამ ქვეყნა ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ დატოვა.
სონია ვესელოვა, ბიოინფორმატიკოსი:
“როდესაც მოსკოვი დავტოვე, მეექვსე კურსზე ვიყავი. ეს კი, ფაქტობრივად, უკვე მაგისტრის ხარისხია. ეს ჩემი ბოლო კურსი იყო, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ დავასრულე. აკადემიური ავიღე, რადგან მაინც იმედი მაქვს, რომ შევძლებ სწავლის დასრულებას.“
სონია ახლა ძირითადად მცირე კომპანიებში შტატგარეშე პროგრამისტად მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი ოცნებობს, რომ ნეირომეცნიერებაში მაგისტრის ხარისხს მაინც მიიღებს.
სონია ვესელოვა:
“ბევრმა ინსტიტუტმა და უნივერსიტეტმა შეწყვიტა რუს მეცნიერებთან თანამშრომლობა. ბევრი მეცნიერი იმიტომ გარბის, რომ შეუძლებელია მეცნიერული კვლევა, აღმოჩენებისა და რაღაც ახლის, ძალიან კარგის გაკეთება, როდესაც, ფაქტობრივად, იზოლირებული ხარ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისგან. სწორედ ამიტომ მიდიან ძირითადად პროგრამისტები.“
სონია ყოველ კვირას ეხმარება უკრაინიდან ბერლინში ჩამოსულ ლტოლვილებს. ომის მიმართ პროტესტს იგი ასე გამოხატავს.
ვისაც კი ვესაუბრე, მაგალითად, ჟურნალსიტებსა და ხელოვანებს, რომლებიც რუსეთის მიერ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას კიცხავდნენ, თუ პროგრამისტებს, რომლებიც დისიდენტებს ინტერნეტზე წვდომის მიღებაში ეხმარებიან – ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ცვლილებებს ხელი უცხოეთიდან შეუწყონ.
ავტორი: მონიკა პინა