მთავარი ბრიუსელის ბიურო ლტოლვილები თუ იძულებით გადასახლებულები?

ლტოლვილები თუ იძულებით გადასახლებულები?

რუსეთში გადასული უკრაინელები ლტოლვილები არიან თუ იძულებით გადასახლებული ადამიანები?

დღეს ბევრს უჩნდება კითხვა: ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჩასული უკრაინელები ლტოლვილები არიან თუ იძულებით გადასახლებული ადამიანები.

ბრიუსელში იმ მოვლენებს იხსენებენ, რომლებიც საბჭოთა კავშირში მასობრივ გადასახლებას უკავშირდება. ათწლეულების წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად ევროპარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციაც გაიმართა. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც რუსეთი ლტოლვილებს უწოდებს, იძულებით გადასახლებული ადამიანები არიან. თუმცა საინტერესოა, არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება.

ევროპარლამენტარი რასა იუკნიავიჩენე ამბობს, რომ რუსეთი თავად არ მალავს ამ ფაქტს. რუსები ჰყვებიან, როგორ წაიყვანეს ასობით ათასი უკრაინელი რუსეთში, მათ შორის ბავშვები, რომელთაც მშობლები არ ახლდნენ თან და რომლებიც შემდგომ გააშვილეს. მისი თქმით, მათ ახალი რუსების გამოზრდა სურთ.

დემონსტრაციას ესწრებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც 1941-1953 წლებში გადაასახლეს. სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი წევრი რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კრემლს არ უნდა მიეცეს საშუალება, მსგავსი რამ გაიმეოროს უკრაინაში.

ევროპარლამენტარ იუოზას ოლეკასთვის მიუღებელია,  დღესაც რომ იგივე ხდება და ამბობს, რომ არ შეიძლება ამ აგრესიისა და სისასტიკის დავიწყება.

უკრაინელები რუსეთის სხვადასხვა ადგილას, ე.წ. გადასახლებულთა ბანაკებში, იტანჯებიან. მისი აზრით, ევროპის მომავლისთვის სახიფათო იქნება, თუკი ამ სისასტიკეს დაუშვებენ  ევროპაში. დღეს მსხვერპლი უკრაინაა და ხვალ ვინ იქნება, არავინ იცის

მოსკოვი აცხადებს, რომ ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი გადავიდა რუსეთში. თუმცა კიევში ამტკიცებენ, რომ ამ ადამიანებს იძულებით დაატოვებინეს ქვეყანა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend