20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია.
ისინი გულისხმობენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ევროკავიშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.
კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
თემაზე კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საუბრობს