უახლოეს დღეებში ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს მოსაზრება თვიშთეფასების კითხვარზე, რომელიც საქართველომ შეავსო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად. 24 ივნისს კი გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა ქვეყანა ამ სტატუსს.
რა პასუხები ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ თვითშეფასების ორნაწილიან დოკუმენტში საზოგადოებისთვის უცნობია, რადგან დოკუმენტი მთავრობას არ გაუსაჯაროებია. რამდენიმე დღის წინ კი, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.
მანამდე ევროპარლამენტარებმა დებატები გამართეს, რომელზეც მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი რეგრესს განიცდის.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, შორენა ლორთქიფანიძე საუბრობს.