მთავარიევროპაიტალიამუშაობა მიზნებისთვის და არა სამუშაო საათების მიხედვით - იტალიის ერთ-ერთი მარკეტინგული სააგენტოს...

მუშაობა მიზნებისთვის და არა სამუშაო საათების მიხედვით – იტალიის ერთ-ერთი მარკეტინგული სააგენტოს შრომის სტანდარტი

შეუზღუდავი სამუშაო გრაფიკი, თავისუფალი არდადეგები და მოქნილი და აქტიური სამუშაო გარემო – ეს ყველა დასაქმებული ადამიანის ოცნებაა, ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე  მარკეტინგულ სააგენტოს თანამშრომლებისთვის კი რეალობა.

ველვეტ მედია  იტალიას“ 150 თანამშრომელი ჰყავს და 500-ზე მეტს კლიენტს ემსახურება მთელი იტალიის მასშტაბით. მისი დამოკიდებულება სამუშაოსადმი განპირობებულია ადამიანებით და არა პროცესებით.

„მჯერა, რომ შემოქმედებითი განწყობა მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი შინაგანად კარგად გრძნობს თავს. როდესაც ადამიანი სტრესულ გარემოში ცხოვრობს, ის ნაკლებად პროდუქტიული ხდება. ვგულისხმობ მისი ნამუშევრის ხარისხს”, – ამბობს კომპანია „ველვეტ მედია იტალიას“ აღმასრულებელი დირექტორი ბასელ ბაკდუნესი.

„ჩვენ ვმუშაობთ მიზნებისთვის და არა სამუშაო საათების მიხედვით. ყველამ იცის, რა ვალდებულება აკისრიათ, რომ ჩვენი კლიენტები დააკმაყოფილონ. ასევე, მათ საქმე განსაზღვრულ ვადებში უნდა გააკეთონ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, დღის რა მომენტში დაიწყებენ თანამშრომლები მუშაობას“, – ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი სტეფანი ნეგრონი.

როგორც ჩანს, აქ დიდად არ აწუხებთ, თანამშრომლები გვიან რომ მოდიან ან ადრე მიდიან; ან საერთოდ რომ არ დადიან სამსახურში. შეიძლება დაუჯერებელიცაა, მაგრამ ამას მათ უფროსი სთხოვს… მთავარია, ისინი კომპანიის პროდუქტიული თანამშრომლები იყვნენ.

„ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სტანდარტები, რომლებსაც მივყვებით. მაგალითად, არ არის აუცილებელი დილის ცხრა საათზე და საღამოს ექვს საათზე სამსახურში მოსვლა და წასვლა დავაფიქსიროთ. ასე დიდხანს ვმუშაობდით, თუმცა ახალი სისტემა უფრო გასაგები და გამართულია. კომპანიისთვის ეს ბუნებრივი განვითარების ნაწილია“, – ამბობს თანამშრომელი ფედერიკა დე სისტო.

„მიმაჩნია, რომ ხალხის დროის ყიდვა ძველი მემკვიდრეობაა, ამდენად ანაქრონიზმია. ეს კომპანიის საფუძველი ვეღარ იქნება. მირჩევნია, ვიყიდო მათი შემოქმედებითობა, გუნდში მუშაობის უნარი და ა.შ.” – მიიჩნევს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბასელ ბაკდუნესი.

როდესაც ადამიანები პროექტის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენენ, ისინი გრძნობენ, რომ ეკუთვნიან კომპანიას, რომელშიც მუშაობენ.

მიზნების მიღწევა და კლიენტების დაკმაყოფილება კი ამ მიდგომის ბუნებრივი შედეგია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend