31 მაისს თბილისი “პრაიდმა” გაავრცელა განცხადება, “პრაიდის” კვირეულის გამართვის შესახებ, რომელიც 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში კერძო, დახურულ სივრცეში ახალი ქართული “ქვიარ” ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და ფესტივალი გაიმართება. არ ჩატარდება ღირსების მარში, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არ გააჩნიათ არც სივრცე და არც შესაძლებლობა, რომ ღირსების მარში უსაფრთხოდ ჩაატარონ.
თბილისი “პრაიდის” განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში ძალადობრივი მოწოდებები და მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელდა.
ღირსების მარში თბილისში ვერც 2021 ჩატარდა, როდესაც სიძულვილის გამომხატველი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და სასტიკად გაუსწორდნენ იქ მისულ მედიის წარმომადგენლებს. მათ დაარბიეს “პრაიდის” ოფისიც.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში თბილისი “პრაიდის” თანადირექტორმა მარიამ კვარაცხელიამ ისაუბრა.
ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ლგბტქ+ ადამიანების უფლებების მიმართ ხელისუფლების უმოქმედობა „ალტ-ინფოს“ ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს.