მთავარიევროპაუკრაინააშშ უკრაინას საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

აშშ უკრაინას საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

რუსმა სამხედროებმა აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკის ძირითად ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა ალყაში არ მოუქცევიათ. ამის შესახებ განაცხადა ლუჰანსკის გუბერნატორმა სერჰი გაიდაიმ. მისი თქმით, ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ დატოვონ თავშესაფრები, რადგან რუსული საჰაერო იერიშის შედეგად ქალაქის შემოგარენში დაიბომბა ქიმიური ქარხანა და დაზიანდა აზოტის მჟავის ავზი. გავრცელებული ინფორმაციით, ცაში ვარდისფერი კვამლი შეიმჩნეოდა.

სევეროდონეცკი ლუჰანსკის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. რუსი სამხედროები ახლა სწორედ მის აღებას ცდილობენ.

დონეცკის გუბერნატორი იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ქალაქში არიან, მოუწოდებს,  გაიქცნენ და თავს უშველონ, რადგან სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება დაბომბვის დროს. გასულ ღამეს ქალაქ სლოვიანსკზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაიჭრა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონთან ახლოს და ხარკივის რეგიონის ზოგიერთ ნაწილში წინ  მიიწევენ. თუმცა უკრაინის გამარჯვება დამოკიდებულია თანამედროვე შეიარაღების მიწოდებაზე.

როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციაში კვლავ განიხილავენ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხს. აშშ ჯერ კიდევ უარს აცხადებს, შორი მანძილის შეიარაღება გადასცეს უკრაინას, თუმცა პირობას დებენ, რომ გაგზავნიან საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემებს.

ამავდროულად, პირველმა სატვირთო გემმა  ესკორტის თანხლებით დატოვა  მარიუპოლოს პორტი. როგორც ამბობენ, გემს მეტალი გადაჰქონდა რუსეთში. უკრაინა მოსკოვს მაროდიორობასა და ქურდობაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend