მთავარიკუბისოციალურ ქსელში მაიმუნის ყვავილზე კონსპირაციის თეორიები ვრცელდება

სოციალურ ქსელში მაიმუნის ყვავილზე კონსპირაციის თეორიები ვრცელდება

მაიმუნის ყვავილის შესახებ დეზინფორმაციის დიდი ნაწილი, კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილ კონსპირაციულ თეორიებს უკავშირდება.

დამოუკიდებელი ფაქტჩეკერის „მითების დეტექტორის” ცნობით, მთავარი კონსპირაცია მაიმუნის ყვავილის ამჟამად არის ის, რომ მაიმუნის ყვავილის კორონავირუსის ვაქცინა იწვევს.

მაგალითად ერთ-ერთი კონსპირაცია ეყრდნობა მომხმარებელს, რომელიც ამბობს, რომ “ფაიზერის” ვაქცინის გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში გვხდება დაავადება ჰერპერ ზოსტერი, რომლის დროსაც გაჩენილი გამონაყარი ვიზუალურად ჰგავს მაიმუნის ყვავილის დროს წარმოქმნილ გამონაყარს.

მაიმუნის ყვავილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და მის გვერდით მოვლენებს სხვა ფეისბუკმომხმარებლებმაც დაუკავშირეს.

მაიმუნის ყვავილის გავრცელება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ და ვერ დაუკავშირდება, რადგან დაავადება 1958 წლიდან არსებობს და ის ძირითადად ახლო ფიზიკური კონტაქტის შედეგად ვრცელდება.

რაც შეეხება “ფაიზერით” გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, მართალია, პოსტში დასახელებული დაავადება ჰერპერ ზოსტერი წერია სიაში, თუმცა ჰერპერ ზოსტერი და მაიმუნის ყვავილი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დაავადებებია და მათი წარმომავლობა და სხეულზე გამონაყარიც განსხვავდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend