ამერიკის შეერთებულ შტატებში ტვიტერმა 150 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და იუსტიიციის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ტვიტერი მიზნობრივი რეკლამის გასაყიდან უკანონოდ იყენებს მომხმარებლების მონაცემებს, როგორებიცაა ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა.
ICYMI: FTC charges @Twitter with deceptively using account security data to sell targeted ads. FTC and @DOJCivil order Twitter to pay $150 million penalty for violating 2011 FTC order and cease profiting from deceptively collected data: https://t.co/QRWi25K2vo
— FTC (@FTC) May 26, 2022
ამავდროულად კომპანია მეტამ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ასევე ადანაშაულებენ მომხმარებლებს პირადი მონაცემების გაყიდვაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებების შესახებ განაცახადა.
მეტას ახალი წესებით, მომხმარებელს მიეცემა უფრო მეტი საშუალება აკონტროლოს ის ინფორმაცია, რომელიც გროვდება და ასევე ნახოს, თუ რა ტიპის ინფორმაცია გადაეცა ორგანიზაციებსა და კომპანიებს.